აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი ბათუმში 

01 ივლისი 2024, 11:08 231 ნახვა

აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ბათუმში კონცერტი გაიმართა. მაყურებლის წინაშე აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „აფხაზეთი“ და გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა წარსდგა.

კონცერტში ასევე მონაწილეობდა აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლი „შავნაბადა“, და ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელა.

მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა ოსეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა ,,ნართები“.

გალა-კონცერტის სახელწოდება იყო „აფხაზეთისთვის“. ღონისძიებები 23 მაისს „აფხაზეთის დღეს“ დაიწყო და სექტემბერში გამყოფ ხაზთან დასრულდება.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი