“იმედგაცრუებულები არა, მაგრამ დამწუხრებული ვართ”, - ასეთია ვილი სანიოლის შეფასება.
მწვრთნელის თქმით, ჯერ უნდა დავაფასოთ მომენტი და შემდეგ ვისწავლოთ მისგან. მისი თქმით, სურთ ბევრ ქართველ გულშემატკივრებს მიეცეთ შანსი, დიდ სტადიონებზე ისევ იყვნენ და ეროვნული ჰიმნი იმღერონ.
“ფეხბურთელებით ძალიან ვამაყობ. რამდენიმე დღეში გავიაზრებთ, რაც გავაკეთეთ და ისევ ბედნიერები ვიქნებით. დღევანდელი მატჩიდან ჩემმა ფეხბურთელებმა ერთი რამ უნდა ისწავლონ, ამ დონის მატჩისთვის 100 პროცენტით მზად უნდა ვიყოთ. ეს ყველას გვეხება - ფედერაციასაც და მეც'' - აღნიშნა სანიოლიმ.