უჩა ნანუაშვილი ანგარიშში ასევე შეეხო ,,რუსთავი 2-ისა” და მედია პლურალიზმის საკითხს. ომბუდსმენმა ისაუბრა ე.წ ,,ციანიდის საქმეზე”, სამართალდამცველების მხრიდან ძალის გადამეტებისა და დანაშაულებრივი ქმედებების ფაქტებზე. სახალხო დამცველის ამ ანგარიშს საპარლამენტო უმცირესობის შეფასებები მოჰყვა. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ხელისუფლება არ ითვალისწინებს ომბუდსმენის რეკომენდაციებს და ვითარება კვლავ უცვლელი რჩება. განსხვავებულია საქართველოს მთავრობის წარმომადგენელთა პოზიცია. ალექსანდრე ჯეჯელავა აღნიშნავს, რომ ეს ნანუაშვილის მოსაზრებაა. მისივე თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა, როგორც მედია პლურალიზმის, ასევე პირადი თავისუფლების კუთხითაც.