ირანში, ხუთ ივლისს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ამის შესახებ, ინფორმაციას ადგილობრივი მედია ირანის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
პრეზიდენტობის ოთხი კანდიდატიდან ვერცერთმა შეძლო ხმათა 50%-ზე მეტის მოპოვება, რის გამოც მეორე ტური დაინიშნა.
პირველი ტურის შედეგების თანახმად, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, მასუდ ფეზეშქიანი მცირედით უსწრებდა ბირთვულ მოლაპარაკებებში ირანის ყოფილ მთავარ წარმომადგენელს, რადიკალ კონსერვატორს, საიიდ ჯალილის.
ირანის სახელმწიფოსთან დაკავშირებული მედიის ინფორმაციით, 28 ივნისს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის მიცემის უფლების მქონე 61 მილიონი ამომრჩევლის დაახლოებით, 40% გამოცხადდა, რაც რეკორდულად დაბალი მაჩვენებელია.
ირანში საპრეზიდენტო არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც ქვეყნის პრეზიდენტი, იბრაჰიმ რაისი, მაისში, ავიაკატასტროფაში დაიღუპა.