სპექტაკლ „კაცია-ადამიანის“ პრემიერა ბათუმის დრამატულ თეატრში - რეჟისორ გაგა გოშაძის სპექტაკლი ილია ჭავჭავაძის ნაწარმოების მიხედვით დაიდგა, სადაც სარკაზმით არის გადმოცემული ქართული ოჯახის ტრაგი-კომედიური სურათი.
წარმოდგენაში მთავარ როლს ტიტე კომახიძე და ეკა ჩავლეიშვილი ასრულებენ. პრემიერამ ანშლაგით ჩაიარა.