ხელვაჩაურში მცხოვრები სპორტსმენები და მათი მწვრთნელები განსაკუთრებული წარმატების წასახალისებლად მერიისგან ყოველთვიურ ფულად ჯილდოს მიიღებენ. პირველი ადგილის მფლობელები 375 ლარს, მეორეზე გასულები 250-ს, ხოლო მესამე ადგილის პრიზიორები კი 125 ლარს. გადაწყვეტილება დღეს ხელვაჩაურის საკრებულოზე მიიღეს.
საკრებულოს წევრებმა ასევე განიხილეს და მხარი დაუჭირეს მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესაბამის დადგენილებაში ცვლილებასა და დიდაჭარის ქუჩაზე 21- ნომერში მდებარე კომერციული ფართების საწყისი ქირის ახალ საფასურს, რომელიც 1 კვადრატულ მეტრზე 70 ლარის ნაცვლად 168 ლარი იქნება.
დღესვე მერიამ საკრებულოსგან თანხმობა მიიღო ერგესა და განთიადში საბავშვო ბაღების სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე. განთიადში ასევე აშენდება სამუსიკო სკოლა და ადმინისტრაციული შენობა.