ე.წ. „ოჯახური სიწმინდის“ შესახებ კანონში ცვლილებებზე მსჯელობა

26 ივნისი 2024, 19:41 226 ნახვა

საქართველოს პარლამენტმა ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის პირველი მოსმენით კენჭისყრა ხვალისთვის გადადო. კენჭისყრის გადადების ინიციატივით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ მიმართა, რომელმაც სხდომაზე განაცხადა, რომ კენჭისყრის გადადებით ოპოზიციას აძლევენ ერთ დღეს, რათა დააფიქსირონ სად დგანან, რადგან მმართველი უმრავლესობის აზრით, ოპოზიციის სხდომაზე არ დასწრება ნიშნავს, რომ ლგბტ პროპაგანდის მხარეს იჭერენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი