7 ნოემბრის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი პრეზიდენტის, მიხელ სააკაშვილის და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი გაიმართა.
სხდომას კლინიკა „ვივამედიდან" სააკაშვილი დისტანციურად ესწრებოდა. ბრალდების მხარის მოწმის გამოკითხვამდე, მიხელ სააკაშვილმა პოლიტიკური განცხადებები გააკეთა. მან მხარდაჭერა გამოუცხადა ერთიან დეკლარაციას, რომელზეც შეთანხმდნენ ოპოზიციური პარტიები ბრიუსელში და ოპოზიციას ერთიანობისკენ მოუწოდა.
მისი განცხადებით, წინასაარჩევნო პერიოდში ძალადობის და პროვოკაციების მოლოდინი აქვს. დღევანდელ პროცესზე სასამართლომ იმ ერთ მოწმეს მოუსმინა, რომელიც ტელეკომპანია "იმედის" წილების გასხვისებასთან დაკავშირებით ისაუბრებრა.
ამ კონკრეტულ საქმეში სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილის 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.