გიორგი მარგველაშვილის პარლამენტში ყოველწლიური გამოსვლის დასრულების შემდეგ, დებატები გაიმართება. ვიცე-სპიკერ თამარ ჩუგოშვილის თქმით, მათთვის ნებისმიერი ფორმატი მისაღებია, მათ შორის დებატები. ჩუგოშვილი ამბობს, რომ გაითვალისწინეს პრეზიდენტის პოზიცია. უმრავლესობასა და უმცირესობაში შემავალი ფრაქციების წარმომადგენლებისთვის გამოიყოფა 10-10 წუთი, სხვა ფრაქციებისთვის რეგლამენტით გათვალისწინებული 15 წუთი.