ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი შინ მოვლის პროგრამის გაგრძელებას აპირებს. ნადიმ ვარშანიძე კოალიცია ,,შინ მოვლა საქართველოში’’ აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა. უჩა ვახანიამ გამგებელს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის პროგრამის- ახალი ვერსია შესთავაზა, რაც ექთნების გადამზადებას გულისხმობს. გასულ წელს ამავე ორგანიზაციამ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და ხანდაზმულთა შინმოვლის პროგრამა, სოფელ ორთაბათუმში განახორციელა, რომელშიც 40 ბენეფიციარი იყო ჩართული.