საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდის გარემოს შეფასება -„სამართლიანი არჩევნების“ ანგარიში

25 ივნისი 2024, 14:01 363 ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანმა არჩევნებმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდის  გარემო შეაფასა. ანგარიშში მიმოიხილეს და შეაფასეს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური გარემო, საარჩევნოდ განხორცილებული საკანონმდებლო ცვლილებები. მათ შორის, ელექტრონული ტექნოლოგიები, მედიაგარემო, პოლიტიკური პარტიების საქმიანობა და სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის შექმნილი გარემო.

მესამე სექტორში აღნიშნავენ, რომ წინასაარჩევნო პერიოდი მნიშვნელოვნად დააზიანა უმრავლესობის მიერ მიღებულმა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონმა.

მესამე სექტორის შეფასებით, მთავარ დამაბრკოლებელ ფაქტორად რჩება საარჩევნო კოდექსში შეტანილი საკანონმდებლო ცვლილებები.  

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში