ჯოზეფ ბორელის განცხადება

25 ივნისი 2024, 11:44 355 ნახვა

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საქართველოს მთავრობა ევროკავშირთან დაშორებაში დაადანაშაულა. ჯოზეფ ბორელმა ლუქსემბურგში პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობას ევროკავშირისგან დახმარება შეუმცირდება. მხარდაჭერა კი გაძლიერდება სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მიმართ.

შეშფოთების მიზეზად კვლავ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება დასახელდა.

ბორელის თქმით, ევროკავშირი სიტუაციის მონიტორინგს გააგრძელებს და საჭიროების შემთხვევაში მიიღებს ზომებს, რომლებიც საქართველოსთან პოლიტიკური კონტაქტების შემცირებას გულისხმობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი