ნიგაზეულის მცხოვრებთა პრობლემები

01 აპრილი 2017, 00:00 2364 ნახვა

ნიგაზეულის მცხოვრებლები სოფელში 11 კილომეტრიანი გვირაბის გაყვანის შედეგად მიყენებულ ზარალის შესწავლას ითხოვენ. ადგილობრივების მტკიცებით „შუახევი ჰესის“ მშენებლობის შედეგად 169 წყაროდან 80 დაშრა, მოსავალი შემცირდა, გააქტიურდა მეწყრული კერები და საცხოვრებელ სახლებთან ერთად დაიბზარა მეთვრამეტე საუკუნეში აშენებული ისტორიული ციხე-გალავანი. მათივე ინფორმაციით, ეკოლოგიურმა პრობლემებმა სოფელში მიგრაციული პროცესები დააჩქარა. შუახევის გამგებლის განცხადებით, ნიგაზეულში 136 ოჯახზე ინდივიდუალური დასკვნა უკვე დადებულია. ვის რა სახის დახმარება  გაეწევა  ეს ადგილობრივებთან და ინჟინერ კონსტრუქტორებთან ერთად გადაწყდება, ამბობს  ტარიელ ბაუჩაძე

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი