პარტია “გახარია საქართველოსთვის” ბრიფინგი

24 ივნისი 2024, 11:10 202 ნახვა

გამჭვირვალობის კანონის შესახებ გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე და ქვეყნის  შემცირებული საერთაშორისო რეიტინგი - ამ თემაზე პარლამენტში ბრიფინგი ჰქონდა  ბექა ლილუაშვილს.

ამბობს, რომ ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლება ძირს უთხრის არამხოლოდ ქვეყნის თავისუფალ, დემოკრატიულ მომავალს, არამედ ზღუდავს ევროპული კეთილდღეობის მიღების შესაძლებლობასაც. 

“გახარია საქართველოსთვის” წევრის თქმით, სუვერენულმა საერთაშორისო კომპანია “ფიტჩჩმა” საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი შეუმცირა, რის მიზეზადაც სწორედ პოლიტიკური დაძაბულობა, პოლიტიკური გაურკვევლობა და სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების ნდობის შემცირება დაასახელა.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი