ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხს განიხილავენ

24 ივნისი 2024, 12:08 406 ნახვა

27 ქვეყნის დიპლომატი დღეს  საქართველოს საკითხზე იმსჯელებს ლუქსემბურგში.  საქართველოს მთავრობამ ევროპულ გზას არ უნდა გადაუხვიოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ევროკავშირის კარი დაიხურება და ევროპული პერსპექტივა  გაუქმდება - ეს არის გზავნილი ევროკავშირიდან. 

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომას  ჯოზეფ ბორელი ხელმძღვანელობს, რომელმაც სხდომის დაწყებამდე მედიასთან გააკეთა კომენტარი. ევროკავშირის უმაღლესი   წარმომადგენელი ამბობს, რომ იმსჯელებენ საქართველოში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენების შესახებ და გაანალიზებენ,  მიიღებენ თუ არა, და რა ტიპის  ზომებს  საქართველოსთან მიმართებაში. 

ჯოზეფ ბორელის თქმით, გადაწყვეტილება დღეს არ იქნება და   გაიმართება მხოლოდ საორენტაციო დებატები.

ბორელი საგარეო საქმეთა მინისტრებს წარუდგენს დოკუმენტს, რომელშიც გაწერილი იქნება კონკრეტული ვარიანტები და ერთ-ერთ ზომად უკვე დაასახელა  ფინანსური დახმარების ნაწილის შეჩერება დროებით.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში