საქართველოს ელჩების კონფერენცია ბერლინში

21 ივნისი 2024, 12:02 387 ნახვა

შესაძლებლობები  და გამოწვევები, რომლებიც საქართველოს აქვს ევროინტეგრაციის მიმართულებით - სწორედ ამ საკითხზე ფოკუსირდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ელჩების კონფერენციაზე, რომელიც ბერლინში გაიმართა.

ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა  თითოეული დიპლომატის  ჩართულობას  ქვეყნის საერთაშორისო დონეზე პოზიციონირების   გასაძლიერებლად. 

პრემიერის თქმით, დისკუსია საინტერესო იყო, უმთავრესი პრიორიტეტი კი  ევროკავშირში გაწევრიანება და ამ მიმართულებით მუდმივი პროგრესის მიღწევაა.  

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით კი  თითოეული ელჩი, რომელიც მუშაობს ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა  და ევროპაში სხვადასხვა ორგანიზაციაში,  სრულად უნდა იყოს ინფორმირებული ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი