ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლამ წლის საანგარიშო კონცერტი პეტრას ციხეზე გამართა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ წლის განმავლობაში სხვადასხვა კონკურსში, ფესტივალებსა თუ კონცერტებში მონაწილე წარმატებული მოსწავლეები.
ღია ცის ქვეშ ჩატარებულ ღონისძიებაზე 12 მუსიკალური ნომერი შესრულდა. მსმენელს რამდენიმე დებიუტანტი შემსრულების მოსმენის საშუალებაც მიეცა.
ღონისძიების ორგანიზატორი, ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლაა, მხარდამჭერი კი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო.