დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მოქალაქის სასარგებლოდ კიდევ ერთი გადაწყვეტილება გამოიტანა. საბავშვო ბაღის აღმზრდელი ნათია ცინცაძე 2015 წელს სამსახურიდან იმ მიზეზით გაათავისუფლეს, რომ მან სხვა აღმზრდელის ბავშვზე ძალადობის ფაქტი გადაიღო. მისი გასაჯაროვება, როგორც ამბობს ბაღების გაერთიანებაშიც აუკრძალეს. მას სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ არა მხოლოდ სამსახურში აღადგენენ, ნაცდურ ხელფასსაც აუნაზღაურებენ.