სახალხო დამცველის ანგარიში

19 ივნისი 2024, 15:18 461 ნახვა

სახალხო დამცველი ანგარიშის წარდგენისას  შეეხო   ფემიციდის ფაქტებს,  საოკუპაციო  ხაზთან მცხოვრებთა,ასევე  პენიტენციურ დაწესებულებებში  მყოფი  ადამიანების  უფლებების დარღვევებს. აღნიშნა , რომ საკუპაციო  რეჟიმის მიერ  მოკლული საქართველოს 4 მოქალაქის  მკვლელი  ჯერ ისევ  დაუსჯელია .

ასევე უფლებების  დარღვევის  კონტექსტში  ანგარიშში საუბარია   საზღვრისპირა სოფლებიდან ადამიანების უკანონო  დაკავებების შესახებ. ლევან იოსელიანმა აქცენტი  გააკეთა   გენდერული ნიშნით  ჩადენილ სასტიკ დანაშაულებზე და ძალადობაზე , დაასახელა აითაჯ შახმაროვას   მკვლელობის ფაქტი და   განაცხადა რომ სახელმწიფოს   ბევრი აქვს სამუშაო ძალადობის პრევენციებთან დაკავშირებით.

ანგარიშში მოყვანილი სტატისტიკის მიხედვით  2023 წელს გენდერული ნიშნით  24 ქალის  მკვლელობისა და 27- ის  მკვლელობის მცდელობის ფაქტი გამოვლინდა.  სახალხო დამცველმა შოვის ტრაგედიის   საქმის  სრულყოფილი  და ეფექტური  გამოძიების აუცილებლობაზეც ისაუბრა ,  თქვა ,რომ შესაძლოა  იკვეთებოდეს ინსტიტუციური დამოუკიდებლობის პრობლემა.

 გამოწვევებს  შორისაა   სიღარიბე, შეუსწავლელია უსახლკარო პირთა ერთიანი ბაზა.  იოსელიანმა მედიის თავისუფლების ხარისხიც  გააკრიტიკა .

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი