ცენტრ პოინტის საქმე 

31 მარტი 2017, 00:00 3281 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. კერვალიშვილი სასამართლო დარბაზიდანვე აიყვანეს. თბილისის საქალაქო სასამართლო სამშენებლო კომპანია ”ცენტრ პოინტი ჯგუფის” დამფუძნებლების მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგომის თაობაზე განცხადებას ავრცელებს.  საქმეს ეხმაურება  პროკურატურაც. - „ცენტრ პოინტის“ ხელმძღვანელობამ თაღლითურად მიითვისა მენაშენეთა თანხები, რითაც შეუძლებელი გახადა მენაშენეთა წინაშე ვალდებულებების შესრულება, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. „ცენტრ-პოინტის“ საქმეზე დაზარალებულები, 4-წლიანი პატიმრობის მისჯას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ მეტი სასჯელი ეკუთვნოდათ.  აღნიშნულ საქმეზე სამივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული, თუმცა, მოგვიანებით, მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს თავდებში პარლამენტის რამდენიმე წევრი ჩაუდგა, რის შემდეგაც პატიმრობა გირაოთი შეიცვალა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი