საპროტესტო  აქცია

31 მარტი 2017, 00:00 4431 ნახვა

ნაციონალურმა მოძრაობამ დღეს ხეების შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში გადატანა კიდევ ერთხელ აქციაზე გააპროტესტა. პარტიის ახალგაზრდული ფრთის წევრებმა, ყოფილი პრემიერ მინისტრისა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ფოტოები ხეებზე გააკრეს. როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ბიძინა ივანიშვილის ფოტო ერთ ერთმა აქტივისტმა, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ოპერატორის ავტომობილზეც გააკრა, რომლითაც მთავარი ჯგუფი აქციის გასაშუქებლად იყო მისული. მოგვიანებით ფაქტთან დაკავშირებით განმარტება პარტიაში გააკეთეს. 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი