ოპოზიციის გეგმები

18 ივნისი 2024, 13:33 449 ნახვა

როგორი კონფიგურაციით წარსდგება არჩევნებზე ოპოზიცია, 4 თვით ადრე პოლიტიკოსები საკუთარ გეგმებზე საუბრობენ. საბოლოო კონტურები ჯერ არ გამოკვეთილა, თუმცა სავარაუდოა რომ ხელისუფლების ოპონენტები საერთო სიით არჩევნებში მონაწილეობას ვერ შეძლებენ.

კვლავ არსებობს წითელი ხაზები- ოპოზიციის ნაწილი, ნაციონალურ მოძრაობასთან თანამშრომლობას გამორიცხავს. გახარია ლელოსთან გაერთიანების მომხრეა, თუმცა თავად ლელო  ალიანსს სხვა პარტიებთან, მხოლოდ არჩევნების შემდეგ განიხილავს.

საპარლამენტო უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ თავად ოქტომბრის არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებასა და საკონსტიტუციო გამარჯვებას მოიპოვებენ, რადგან ოპოზიცია არსებული დღის წესრიგით და კონფიგურაციით მარცხისთვისაა განწირული.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი