ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლაში კონცერტი გაიმართა. საღამოს სტუმარი იყო პოლონური ვაჟთა გუნდი კონცერტში მონაწილეობა ზაქარია ფალიაშვილის, რევაზ ლაღიძის სამუსიკო სკოლის გუნდებმა, ასევე ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლესთან არსებულმა გუნდმა მიიღო.
მრავალფეროვანი პროგრამის განსაკუთრებული ნაწილი იმპროვიზირებულად შესრულებული ერთობლივი ნომრები იყო.
საღამოს დასასრულს პოლონურ გუნდთან ერთად ქართულმა გუნდებმა ყველასთვის ცნობილი სიმღერა - „სულიკო“ შეასრულეს, რომლითაც კონცერტი დაიხურა.