საიუბილეო საღამო

31 მარტი 2017, 00:00 2454 ნახვა
00:00
00:00

ქართველი კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი 80 წლისაა. საიუბილეო კონცერტი დღეს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში  გაიმართება. შემოქმედებით საღამოზე, რომელსაც ცნობილი კომპოზიტორი გიგა შავერზაშვილი წაიყვანს, 11 ნაწარმოები შესრულდება. ღონისძიებაში მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი, კაპელა და აჭარის სახელმწიფო ვოკალური ანსამბლი ''ბათუმი'' მონაწილეობენ.  კონცერტი 19 საათზე დაიწყება.

ამავე კატეგორიაში