ამ წუთებში აჭარის უმაღლეს საბჭოში რიგგარეშე პლენარული სხდომა იწყება. განსახილველია ერთი საკითხი, დღეს კენჭისყრით გადაწყდება ვის კანდიდატურას წარუდგენს პარლამენტს უმაღლესი საბჭო საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად. დეპუტატები კენჭს უყრიან კომისიის მიერ შერჩეულ 11-ვე.
საზოგადოებრივ მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში ვაკანტურია აჭარის ტელევიზიის ერთი კვოტა, რომელსაც პარლამენტი ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს წარდგინებით.
სხდომამდე ჩატარდა ბიუროს სხდომა, სადაც საკითხები განისაზღვრა.