აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ყოველწლიური ანგარიში

14 ივნისი 2024, 17:49 404 ნახვა

რიგით მესამე და ყოველწლიური ანგარიში. რა გააკეთა გასულ წელს აჭარის მთავრობამ რეგიონისთვის? თორნიკე რიჟვაძემ 2023 წლის საქმიანობა დღეს უმაღლეს საბჭოში შეაჯამა.   

მოხსენება ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე საუბრით დაიწყო, ახსენა მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც განხორციელდა, თქვა ისიც, რომ მაქსიმალურს აკეთებენ იმისთვის, რომ ღირსებით და სუვერენიტეტის დაცვით ქვეყანა ევროპულ ოჯახს დაუახლოვდეს და პარალელურად ქვეყანაში მშვიდობა შენარჩუნდეს.

სხდომას ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიცია არ ესწრებოდა, მხოლოდ მმართველი გუნდის წევრი დეპუტატები, რომელთაც ანგარიშის მიმართ შენიშვნა არ ჰქონიათ და თორნიკე რიჟვაძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა არაერთხელ გადაუხადეს. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი