“დაიცავი დაბრუნების უფლება”-გამოფენა

24 მაისი 2016, 00:00 2781 ნახვა

„დაიცავი დაბრუნების უფლება“--ამ სახელწოდების ფოტოგამოფენა გიორგი მარგველაშვილმა გაერო-ს მსოფლიო ჰუმანიტარული სამიტის მეორე დღეს დაათვალიერა. გამოფენა საქართველოში აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ცხოვრებას ასახავს. პრეზიდენტი საგამოფენო პავილიონს ქართულ დელეგაციასთან ერთად ესტუმრა და ქართველი და უცხოელი ფოტოხელოვანების თვალით დანახული ნამუშევრები დაათვალიერა. გამოფენა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის და საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით იმართება.

ამავე კატეგორიაში