პრეზიდენტის მორიგი ვეტო, რომელიც „საარჩევნო კოდექსში“ განხორციელებულ ცვლილებებს დაადო და რომლითაც ცესკო-ს გადაწყვეტილებების მისაღებად საჭირო 2/3-იანი კვორუმი მცირდება სრული შემადგენლობის უმრავლესობამდე.
როგორც ადმინისტრაციის განცხადებაშია აღნიშნული, ცვლილებით უქმდება ცესკოში გადაწყვეტილებების მისაღებად პარტიებს შორის კონსენსუსის საჭიროება და მმართველ პარტიას უჩნდება შესაძლებლობა პრაქტიკულად ერთპარტიულად მიიღოს გადაწყვეტილებები. გარდა ამისა, პრეზიდენტმა ხელი მოაწერა „ანტიკორუფციულ კანონში“ ცვლილებების პაკეტს, თუმცა ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი ცვლილებები ფასადური და ფრაგმენტულია.