რეფორმები განათლების სისტემაში - მინისტრის წლიური ანგარიში

13 ივნისი 2024, 19:52 426 ნახვა

მასწავლებლის განვითარების კარიერულ სქემაში დაგეგმილი ცვლილებები, სახელფასო პოლიტიკა და ზოგადი განათლების რეფორმა-განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებზე ანგარიში დღეს დეპუტატებს განათლების მინისტრმა ჩააბარა. მინისტრის საათის ფორმატში, საპარლამენტო ტრიბუნიდან  გიორგი ამილახვარმა  რამდენიმე ინიციატივაც გააჟღერა და თქვა რომ  სკოლებში სადიაგნოსტიკო გამოცდების დანერგვა  იგეგმება. უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი როდის და რა ფორმით დაინერგება სკოლებში სასკოლო კვება. როგორც მინისტრმა განაცხადა   სკოლები  უკვე  შესწავლილია და სასკოლო კვებასთან დაკავშირებით  კონკრეტული მოდელები დაგეგმა.    

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი