პირველად იქნება დაშვებული უცხოეთში დისტანციური ფორმით მიღებული განათლების აღიარება

13 ივნისი 2024, 14:59 199 ნახვა

დისტანციური სწავლება დაშვებული იქნება, როგორც ნაწილობრივი, ასევე სრულად ონლაინ სწავლება, – ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა.

მინისტრმა პარლამენტში განაცხადა, რომ განისაზღვრება სწავლის სფეროების ჩამონათვალი, სადაც შესაძლებელი იქნება ელექტრონული სწავლების კომპონენტის ნაწილობრივ ან სრულად გამოყენება.

ამასთან, გიორგი ამილახვარის ინფორმაციით, პირველად იქნება დაშვებული უცხოეთში დისტანციური ფორმით მიღებული განათლების აღიარება.

პარლამენტში განათლების მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ კანონში გაჩნდება რეგულაცია, რომელიც შესაძლებელს გახდის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტების შემუშავების შემდგომ მთლიანად ონლაინ უნივერსიტეტის დაფუძნებას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში