საქართველოს ეროვნული პლატფორმის მიმართვა პრემიერს

13 ივნისი 2024, 11:59 330 ნახვა

“მოვითხოვთ, დაუყოვნებლად მოხდეს მოძალადეების გამოვლენა და დასჯა - ძალადობის ტენდენციას ხელს უწყობს პოლიტიკოსების განცხადებები, სადაც დანაშაული ზოგიერთ შემთხვევაში წახალისებულიცაა” - აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა ირაკლი კობახიძეს წერილს უგზავნის და მოუწოდებს, აღასრულოს თავისი მოვალეობა და ქვეყანაში წესრიგი დაამყაროს, აღკვეთოს ძალადობა.

ორგანიზაცია მოითხოვს, დაუყოვნებლად მოხდეს ყველა მოძალადის გამოვლენა და სამართლიანი დასჯა, ასევე, გამოვლინდნენ და პასუხისგებაში მიეცნენ ამ ქმედებების ორგანიზატორები, რომელ ჯგუფს და უწყებასაც არ უნდა წარმოადგენდნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი