ბუენოს-აირესში საბიუჯეტო რეფორმას აპროტესტებენ

13 ივნისი 2024, 11:10 362 ნახვა

არგენტინის დედაქალაქში საბიუჯეტო რეფორმის საწინააღმდეგო აქციაზე სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. აქციის მონაწილეები სენატში ბიუჯეტის შემცირების რეფორმის გასაპროტესტებლად გამოვიდნენ, რაც მათსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკებაში გადაიზარდა.

მოქალაქეების თქმით, დაანონსებული რეფორმა მილიონობით არგენტინელს დააზიანებს. აქციაზე შეკრებილებმა ისროლეს ქვები და ე.წ ბენზინი ბომბები, რის შედეგადაც 1 ავტომობილი დაიწვა, არიან დაშავებულებიც.

რეფორმა, რომელიც პრეზიდენტმა წარმოადგინა, როგორც აღნიშნავს, ქვეყნის ეკონომიკის აღორძინების მიზნით, საგანგებო ეკონომიკური მდგომარეობის გამოცხადებას, პენსიების შემცირებასა და შრომის უფლებების შემცირებას გულისხმობს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი