სუს-ის უფროსი სანქციებთან დაკავშირებით

12 ივნისი 2024, 19:52 461 ნახვა

სხდომის დასრულების შემდეგ კი სუს-ის უფროსმა ჟურნალისტების შეკითხვებსაც უპასუხა, მათ შორის ამერიკულ სანქციებთან დაკავშირებით. გრიგოლ ლილუაშვილი ფიქრობს, რომ  ეს არ არის ის ტონი, რითაც სტრატეგიული პარტნიორი, მეგობარი ქვეყნები ერთმანეთს უნდა ესაუბრონ.

მისივე თქმით, მეგობარი ქვეყნების კოლეგა უწყებები არიან თანამშრომლობის იმ რეჟიმში, რა რეჟიმიც იყო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღებამდე. მან აღნიშნული კანონის ირგვლივ განვითარებულ პროცესებზეც გააკეთა კომენტარი. რაც შეეხება ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ მას ერთ-ერთი ევროკომისარი სლოვაკეთის პრემიერის ბედის გაზიარებით დაემუქრა, გრიგოლ ლილუაშვილი აცხადებს, რომ გამოძიების დასაწყებად სათანადო მტკიცებულებები არ არის.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი