ისტორიული და ეროვნული მნიშვნელობის გადაწყვეტილება, ასე აფასებს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ბიძინა ივანიშვილის მიერ იოანე-ზოსიმეს ხელნაწერის აუქციონზე შეძენასთან დაკავშირებით. საგანძური საქართველოში ბრუნდება.
სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ წმინდა ხელნაწერი გადაეცემა საქართველოს ეროვნულ მუზეუმს და ღირსეულ ადგილს დაიკავებს ქრისტიანულ საგანძურში (ოქროს ფონდი), როგორც იოანე-ზოსიმეს ერთადერთი ხელნაწერი საქართველოში. საქართველოსთვის პალიმფსესტის დაბრუნების გამო ბიძინა ივანიშვილს მადლობას უხდის პატრიარქი.