საქართველოს პრეზიდენტი ახალგაზრდებს შეხვდა. სალომე ზურაბიშვილმა გამოსვლა საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნის ბრძოლის საკითხებს მიუძღვნა. უპასუხა სტუმრების დასმულ შეკითხვებსაც. პრეზიდენტმა ახალგაზრდებთან გააჟღერა, რომ ახალგაზრდების მხარდაჭერის შემთხვევაში შესაძლოა არჩევნებზე კანდიდატად მიიღოს მონაწილეობა. ამ გადაწყვეტილებას კი შესაბამისი კონსესუსი უნდა უძღვოდეს წინ. მისივე განმარტებით, მიზანი მოლაპარაკებების გახსნაა და ამის მისაღწევად მუშაობას კვლავ გააგრძელებს.
საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ განმარტა თუ რას ითვალისწინებს რეფერენდუმის ინიციატივა. მისივე განცხადებით, ევროინტეგრაციის გზა კონსტიტუციით არის დადგენილი, „ქართული ქარტია“ კი ხელმოწერების შეგროვებას გულისხმობს. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ინიციატივა არის ერთგვარი „წინასაარჩევნო ვარჯიში“ - რეგიონებში სარეფერენდუმო კამპანიის წარმოება, რომ საქართველოს მომავალი წყდება. მნიშვნელოვანია წინასაარჩევნო კამპანიის წარმოება და მოქალაქეების ინფორმირება.