რიგაში ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის ლიდერთა სამიტი გაიმართა

11 ივნისი 2024, 13:50 396 ნახვა

ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის ქვეყნების ლიდერებს უკრაინის მხარდასაჭერად უფრო კოორდინირებული მიდგომა ექნებათ მას შემდეგ, რაც უნგრეთის პრეზიდენტმა თავი შეიკავა  რიგის სამიტში მონაწილეობისგან-ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტმა განაცხადა.

ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგის ლიდერთა სამიტზე ჩასვლისას ლატვიის დედაქალაქში, პოლონეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უნგრეთის არყოფნა არ იქონიებს გავლენას მოკავშირეთა  ერთიანობაზე.  ცენტრალური ევროპის ქვეყნებს შორის უთანხმოება რუსეთისა და უკრაინის მიმართ განსხვავებული მიდგომებით არის განპირობებული. სლოვაკეთის პრეზიდენტმა რიგაში ვიზიტი "ბოლო მომენტში" გააუქმა - თქვეს ლატვიის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

სლოვაკეთმა სამხედრო დახმარება შეუწყვიტა უკრაინას, რაც გასულ წელს მთავრობის სათავეში პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო მოვიდა. სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში  განაცხადეს, რომ კაპუტოვას უფლებამოსილება მიმდინარე კვირაში ეწურება და ფიცომ ვერ შეძლო სამიტში მონაწილეობა, რადგან ის მაისში განხორციელებული თავდასხმის  შემდეგ სარეაბილიტაციო კურსს გადის.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში