‘’წასვლის დროა’’ - ასე მიმართა შალვა ნათელაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობას, და დაშლისკენ მოუწოდა.
ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა ბრიფინგზე აშშ-ში ვიზიტი შეაფასა და აღნიშნა, რომ ვაშინგტონის გადაწყვეტილება, სანქციების დაწყების თაობაზე, მიუთითებს, რომ აშშ მხარს ქართველ ხალხს უჭერს.