აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში, ასევე გზების დეპარტამენტში საკადრო ცვლილებები განხორციელდა

11 ივნისი 2024, 11:56 739 ნახვა

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში, ასევე გზების დეპარტამენტში საკადრო ცვლილებები განხორციელდა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან ჯაბა ფუტკარაძესთან ერთად,  სამინისტროს თანამშრომლებს ახალი მოადგილეები წარუდგინა. 

მინისტრის მოადგილედ  უჩა სურმანიძე დაინიშნა. პროფესიით ეკონომისტს  საჯარო სამსახურში მუშაობის 10 წლიანი გამოცდილება აქვს. 

მინისტრის მოადგილის თანამდებობა ასევე მამუკა თურმანიძემ დაიკავა. პროფესიით იურისტი 2022 წლიდან აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე მუშაობდა.

დღესვე ახალი ხელმძღვანელი წარედგინათ აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უწყების თანამშრომლებს. უფროსის თანამდებობაზე სახელმწიფო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე გიორგი ცინარიძე დაინიშნა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი