საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფება. უწყების ინფორმაციით, დახვედრის ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ საქართველოსა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრები პირისპირ შეხვედრას გამართავენ.
შემდეგ კი, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მიმართულებებს გაფართოებულ ფორმატში განიხილავენ. შეხვედრებამდე თავდაცვის მინისტრმა ბაქოში, „საპატიო ხეივანში“ პატივი მიაგო და გვირგვინით შეამკო ჰეიდარ ალიევისა და მისი მეუღლის საფლავები.
ირაკლი ჩიქოვანმა ასევე ყვავილებით შეამკო გმირთა მემორიალის კომპლექსი.