ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ჩატარება საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევაა - მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი

09 ივნისი 2024, 21:40 393 ნახვა

მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხაი პოპშოი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება.

როგორც პოპშოი წერს, საქართველოს დროებით ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ჩატარება საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევაა.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, – წერს მიხაი პოპშოი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი