არ ვცნობთ საქართველოში, ცხინვალის რეგიონში გამართულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს და მათ შედეგებს - აზერბაიჯანის საგარეო უწყება

09 ივნისი 2024, 21:10 391 ნახვა

არ ვცნობთ საქართველოში, ცხინვალის რეგიონში გამართულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს და მათ შედეგებს, – ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო, კიდევ ერთხელ, ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და არ ცნობს 2024 წლის 9 ივნისს საქართველოში, ცხინვალის რეგიონში გამართულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს და მათ შედეგებს“,- აღნიშნულია აზერბაიჯანის საგარეო უწყების განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი