ადამიანები, რომლებიც არიან ეროვნებით ქართველები, პირდაპირ ღალატობენ საკუთარ ქვეყანას. ერთგვარი დასმენა ვიხილეთ ამერიკის კონგრესში - პრემიერი

09 ივნისი 2024, 20:17 467 ნახვა

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ვაშინგტონში, აშშ-ის კონგრესში ჰელსინკის კომისიის სხდომაზე მოწმეების გამოსვლასთან დაკავშრებით, კიდევ ერთხელ, ისაუბრა. მთავრობის მეთურმა სამწუხარო უწოდა იმ ფაქტს, რომ გავრცელდა ცრუ ინფორმაცია. ამის შესახებ, პრემიერმა „იმედის კვირასთან“ ისაუბრა.

„ადამიანები, რომლებიც არიან ეროვნებით ქართველები, პირდაპირ ღალატობენ საკუთარ ქვეყანას. ერთგვარი დასმენა ვიხილეთ ამერიკის კონგრესში, თან ცრუ ინფორმაციის გავრცელება, ყველაფერთან დაკავშირებით. ეს არის ძალიან სამწუხარო, როდესაც ცდილობ, რომ დააზიანო საკუთარი ქვეყნის ინტერესები, თან ცრუ ინფორმაციის გავრცელებით. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან სამწუხარო და ეს, მხოლოდ და მხოლოდ, ძალიან მძიმე შეფასებას დაიმსახურებს“, - აღნიშნა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი