საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე დანიის პრემიერ-მინისტრზე, მეტე ფრედერიკსენზე თავდასხმას ეხმაურება.
როგორც პრემიერი სოციალურ ქსელში წერს, პოლიტიკაში ძალადობა მიუღებელია და ცივილიზებულ სამყაროში მისი ადგილი არ არის.
„კატეგორიულად ვგმობ სამარცხვინო თავდასხმას დანიის პრემიერ-მინისტრ, მეტე ფრედერიკსენზე. პოლიტიკაში ძალადობის გამოყენება მიუღებელია და ცივილიზებულ სამყაროში მისი ადგილი არ არის. პრემიერ-მინისტრ, ფრედერიკსენს ჯანმრთელობას ვუსურვებ“, – აღნიშნავს კობახიძე.
გუშინ, ცნობილი გახდა, რომ დანიის პრემიერ-მინისტრს, მეტე ფრედერიქსენს კოპენჰაგენში მამაკაცმა სცემა. დანიური მედიის ცნობით, თავდამსხმელი დაკავებულია.