შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ტაქტიკური სამსახურის ინსტრუქტორმა, დევიკო გობეჯიშვილმა ბოსნია-ჰერცეგოვინაში გამართულ, ვეტერან ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, ბოსნია-ჰერცეგოვინის ქალაქ სარაევოში, მიმდინარე ჩემპიონატზე, დევიკო გობეჯიშვილმა 100 კილოგრამიანთა წონით კატეგორიაში იასპარეზა. მან ფინალური ორთაბრძოლა ქართველ ვეტერან ძიუდოისტთან, გიორგი მოდებაძესთან გამარჯვებით დაასრულა და 100 კილოგრამიანთა წონით კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ინსტრუქტორი, დევიკო გობეჯიშვილი ქალაქ სარაევოში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.