თავდაცვის მინისტრმა სპეციალური ოპერაციების და საჰაერო თავდაცვის სარდლობის ქვედანაყოფები მოინახულა

06 ივნისი 2024, 17:56 352 ნახვა

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა მუხროვანში სპეციალური ოპერაციების ძალების სარდლობის, ხოლო მახათას მთაზე ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის ქვედანაყოფები მოინახულა და  სპეციალური ოპერაციების სარდლობაში მიმდინარე მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.

როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, უპრეცედენტო ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულების შემდეგ თავდაცვის ძალები სრულად იქნება უზრუნველყოფილი იმ აუცილებელი ინფრასტრუქტურით, რომელიც უფრო მაღალეფექტიანი თავდაცვისუნარიანობისთვისაა საჭირო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი