მოსმენა კონგრესში საქართველოს შესახებ - გამოხმაურებები

06 ივნისი 2024, 14:10 412 ნახვა

საქართველოსთან დაკავშირებით, აშშ-ის კონგრესში გაკეთებული კრიტიკული განცხადებები კვლავ ურთიერთბრალდებების საგანია ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიციის წარმომადგენლები კონგრესმენ ჯო უილსონს წერილით მიმართავენ. წერილი ეხება “მეგობარი”  აქტის ინიცირებას.

როგორც წერილშია აღნიშნული, მადლობას გამოხატავენ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, დემოკრატიისა და ევროატლანტიკური კურსის დაცვისთვის უწყვეტი ბრძოლის მიმართ ამერიკელი ხალხის ძლიერი მხარდაჭერისთვის.

ისინი იმედოვნებენ, რომ კონგრესი და სენატი სწრაფად და ერთობლივად იმუშავებენ, რათა უზრუნველყონ ამ კანონის სწრაფი მიღება, რომელიც აძლევს უფლებას შეერთებული შტატების მთავრობას იმოქმედოს მათ წინააღმდეგ, ვინც  ჩაგრავენ ქართველ ხალხს.

საპარლამენტო უმრავლესობა კი კრიტიკული  გზავნილების ავტორებს, კვლავ მოღალატეებად მოიხსენიებს და სახელმწიფოს წინააღდეგ ჩვენების მიცემაში ადანაშაულებს.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი