სავარაუდო სპეცოპერაცია შარაბიძეების დასახლებაში

05 ივნისი 2024, 11:56 4534 ნახვა

ხელვაჩაურში, შარაბიძეების დასახლებაში, სავარაუდოდ სპეცოპერაცია ჩატარდა. ფრიდონ ხალვაშის გამზირზე მდებარე კორპუსთან სამართალდამცავები რამდენიმე საათის განმავლობაში იყვნენ მობილიზებული.

თვითმხილველების ინფორმაციით, დილის 7 საათიდან პოლიციის რამდენიმე ეკიპაჯი იყო მობილიზებული.

ადგილობრივების ინფორმაციით, დააკავეს ცოლ-ქმარი. მათივე თქმით, დაკავებულები სავარაუდოდ ქართველები არიან, რადგან ქართულად საუბრობდნენ და ბინა დაახლოებით ერთი თვის წინ იქირავეს.

ასევე ამბობენ, რომ მათ კომუნიკაცია მეზობლებთან არ ჰქონიათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ ეტაპზე არც დაკავების და არც შესაძლო სპეცოპერაციის შესახებ ინფორმაციას არ გვიდასტურებენ.

 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი