„აფხაზეთიდან, ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 78-ე სესიის ფარგლებში რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტი 63 ქვეყნის მიერ არის ინიცირებული და მას 103-მა სახელმწიფომ დაუჭირა მხარი.
საქართველო აღნიშნულ რეზოლუციას გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე 2008 წლიდან წარადგენს. „რეზოლუცია გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში.
რეზოლუციის განხილვისას, მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ევროკავშირმა, გაერთიანებულმა სამეფომ, ლიეტუვამ უკრაინამ, იაპონიამ და ავსტრალიამ. რეზოლუციას ეხმაურება და აფასებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მისი თქმით რეზოლუციას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჰუმანიტარული განზომილების კუთხით.
იგი მადლობას უხდის საერთაშორისო საზოგადოებას, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის“.