ლევილის ისტორიულ მამულში ქართული ფესტივალი მიმდინარეობს, ფესტივალის ფარგლებში ანსამბლებმა, „ბასიანმა“ და „რუსთავმა“ წმინდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესიაში, ქართული საგალობლები შეასრულეს.
ჩატარდა ტიხრული მინანქრის ოსტატის, სოფიო მუშკუდიანის, მასტერკლასი და მოეწყო მისივე ნამუშევრების გამოფენა, გაიმართა შეხვედრა წარმატებულ ქართველ ფეხბურთელებთან.
ფესტივალი საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ტარდება. ფესტივალი 24 მაისს დაიწყო და 14 ივლისამდე გაგრძელდება.