საქართველოს ქალთა ნაკრებმა კვიპროსი დაამარცხა

04 ივნისი 2024, 22:21 474 ნახვა

საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურში კვიპროსს უმასპინძლა და მეტოქე მინიმალური სხვაობით 1-0 დაამარცხა.

მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო მოედანზე გამართულ შეხვედრაში ერთადერთი გოლი თეონა ბაქრაძემ გაიტანა.

საქართველოს ნაკრებს 4 ტურის შემდეგ შვიდი ქულა აქვს და ჯგუფში მეორე ადგილს იკავებს.

საქართველო ევრო 2025-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე შემდეგ შეხვედრებს ივლისში გამართავს, 12 ივლისს ბელარუსს უმასპინძლებს, ხოლო 16 ივლისს ლიეტუვას ესტუმრება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში